რა უთხრა მესიმ ნეიმარს "მანჩესტერთან" გამოვარდნის შემდეგ

10-03-2019, 22:39

გასული კვირის მთვარი სენსაცია პარიზში შედგა. "მანჩესტერ იუნაიტედმა", რომელსაც 11 ფეხბურთელი აკლდა, სტუმრად ჩემპიონთა ლიგაზე "პარი სენ-ჟერმენი" 1:3 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

პირველი მატჩი მანჩესტერელებს შინ 0:2 ჰქონდათ წაგებული, რაც მათ შანსებს პრაქტიკულად ანულებდა.

პარიზული შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით უკმაყოფილო ჩანდა ნეიმარი, რომელიც "პსჟს" ტრავის გამო ვერ ეხმარებოდა.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელს თამაშის დასრულების შემდეგ ყოფილი თანაკლუბელი ლეო მესი დაუკავშირდა და მისი დამშვიდება სცადა.

ნეიმარის მთავარი სამიზნე და კრიტიკის ობიექტი "პსჟ" - "მანჩესტერის" მატჩის არბიტრი გახლდათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით