პრესნელ კიმპემბე: "ჩვენ "იუნაიტედი" სათანადოდ ვერ შევაფასეთ !"

10-03-2019, 23:53

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალური მცველი, პრესნელ კიმპემბე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"კარგად ვიცი თუ ახლა გულშემატკივრები რას გრძნობენ, ეს მატჩი არასდროს დაგვავიწყდება, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ყურადღება როგორმე, სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის მოვიკრიბოთ."

"პირველი ორთაბრძოლისგან განსხვავებით, პარიზში ის სიბრაზე გვაკლდა, რამაც თავდაპირველად, 2 გოლიანი უპირატესობა მოგვიპოვა, ჩვენ "იუნაიტედი" სათანადოდ ვერ შევაფასეთ, შერკინებისთვის სუსტად მოვამზადეთ, ამან კი ჩვენი მარცხი განაპირობა."

"ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, ეს უკვე საკმარისია, დროა "პსჟ-მ" ყველას აჩვენოს, თუ რას წარმოადგენს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ დაპირისპირებაში, მანჩესტერულმა გრანდმა, ისტორიული "ქამბექის" შემდეგ, გამარჯვების მოპოვება მოახერხა ანგარიშით 1:3 და გასვლაზე გატანილი გოლის წესის შედეგად, 1/4 ფინალების საგზურიც მოიპოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით