კილიან მბაპე: "იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ აღარ მძინავს !"

11-03-2019, 00:33

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"თავს საშინლად ვგრძნობ, აქამდე მოსასვლელად ბევრი ვიშრომეთ და ახლა ეს ყველაფერი, წყალში ჩაიყარა."

"მანჩესტერელებთან მარცხის შემდეგ აღარ მძინავს, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო და ამის გამო, მომხდარს ვერ ვივიწყებ."

"სტადიონზე შესანიშნავი გარემო სუფევდა, შემდეგ ეტაპზე გასვლის ზეიმიც ახლოს იყო თუმცა ბოლოს, მოულოდნელად პენალტი დაინიშნა, მსურს გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო, მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:3, (3:3 ორი მატჩის ჯამში), რითაც ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა, 1/4 ფინალების საგზური გაინაღდეს, ხოლო "პსჟ" უკვე ზედიზედ მე-2 სეზონში, ევროპულ ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით