• 14-09-2023
    "მესი თუ რონალდუ? ახლა უკვე გავიზარდე" - რა პასუხი გასცა მბაპემ შეკითხვას
    "მესი თუ რონალდუ? ახლა უკვე გავიზარდე" - რა პასუხი გასცა მბაპემ შეკითხვას

    "პსჟ"-ის ფეხბურთელი, კილიან მბაპე გადაცემაში მიიწვიეს, სადაც მას კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი.

    ერთ-ერთი შეკითხვა იყო მესი თუ რონალდუ.

    კილიანმა ასეთი პასუხი გასცა:

    "კრიშტიანუ მიყვარს. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ შემდეგ მესის თამაშიც დავაფასე"

    "როცა პატარაობაში რონალდუს დიდი ფანი ხარ, ვერ ხედავ მესი რამდენად კარგია, მაგრამ გავიზარდე და ახლა ორივე მომწონს", - განაცხადა ფრანგმა.

    Facebook კომენტარები