კრიშტიანუ რონალდუ: "ჩემი წარმატება, მოწოდებამ და შრომამ განაპირობა !"

11-03-2019, 11:30

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, მის კარიერაზე საუბრობს:

"არავითარი საიდუმლო არ მაქვს, ჩემი წარმატება, მოწოდებამ და შრომამ განაპირობა, ყველაზე მეტად, ფეხბურთის თამაში მიყვარს, ხოლო გოლების გატანით გუნდის დახმარება, სიამოვნებას მანიჭებს."

"საკუთარი შესაძლებლობები, პორტუგალიაში, ინგლისში და ესპანეთში გამოვცადე და ახლა ამას უკვე იტალიაში ვაკეთებ, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემთვის ახალი გამოწვებები, უმთავრესი მნიშვნელობისაა."

"რაც შეეხება "ატლეტიკოსთან" მატჩს, თავს კარგად ვგრძნობთ, გამარჯვებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი არ დაგვიკარგავს, ამიტომაც სამშაბათს, მოედანზე გასაოცარ ატმოსფეროს ველით, ბოლომდე ვიბრძოლებთ და წარმატებისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ."

შეგახსენებთ, რომ მადრიდული და იტალიური გრანდები ერთმანეთს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, 12 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით