რატომ უთხრა მადრიდის "რეალმა" უარი ჟოზე მოურინიოს ?!

11-03-2019, 23:50

მადრიდის "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი, ესპანელი რამონ კალდერონი, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოზე საუბრობს:

"ჟოზეს უკვე არეული გუნდისთვის შესაძლოა მისი კარიერული წარუმატებლობების გამო, ახალი პრობლემები შეემატებინა."

"ამიტომაც ეს გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, ამასთან ერთად, ზინედინ ზიდანისგან განსხვავებით, ის გასახდელის ლიდერების სიმპათიებით ვერ სარგებლობდა, რამაც საბოლოოდ, არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია."

შეგახსენებთ, რომ დღეს, "ლოს ბლანკოსის" დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ესპანელი სანტიაგო სოლარი, 46 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ჩაანაცვლა, რომელიც კლუბში, 10 თვის შემდეგ დაბრუნდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით