პეპ გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალებიდან გამოვარდნა, სამარცხვინო არაა !"

12-03-2019, 11:30

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, გერმანული "შალკეს" წინააღმდეგ გასამართ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"ევროპის 16 საუკეთესო გუნდში შესვლა დიდი მიღწევაა და ტურნირის ამ ეტაპზე დატოვება, სამარცხვინო ნამდვილად არაა. აქამდე მხოლოდ უძლიერესები მოდიან, რომელთა მთავარი მიზანიც, ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა."

"თუნდაც მადრიდის "რეალის" მაგალითი ავიღოთ, "აიაქსთან" მარცხი, არავითარ შემთხვევაში არ განაპირობებს იმას, რომ "ლოს ბლანკოსი" სუსტი კლუბია, რომლის დაჯაბვნაც მარტივი საქმეა."

"ასეთ შეხვედრებში ყველაფერი შესაძლოა ერთმა საკვანძო მომენტმა გადაწყვიტოს, ამიტომაც რიგ შემთხვევებში, ფეხბურთში შედეგით მსჯელობა, ლოგიკურად არ მიმაჩნია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 12 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით