დროგბა: "მისთვის ფეხბურთი ჯერ არ დასრულებულა"

12-03-2019, 16:36

კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფეხბურთში ჟოზე მოურინიო ეპოქა წარსულს ჩაბარდა.
 
"ჟოზე საუცხოო მწვრთნელია. ის მუშაობის შანსს იმსახურებს. მჯერა, რომ შანსი ექნება. იგი თავისი სამუშაოთი გატაცებულია".

"მანჩესტერ იუნაიტედში" არ გაუმართლა, მაგრამ ბრწყინვალე მწვრთნელად რჩება. ხალხს ავიწყდება, რომ მან ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ევროპა ლიგა მოიგო და ამბობენ, რომ ჟოზეს ფეხბურთი დასრულდა", - ციტირებს დროგბას Omnisport.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით