მოულოდნელად, "რეალმა" პირველი მეგა ტრანსფერი შეათანხმა

12-03-2019, 22:28

ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალში" დაბრუნების შემდგომ ევროპული პრესა ალაპარაკდა, რომ კლუბმა მას ტრანსფერებისთვის 500 მილიონი ევრო გამოუყო.

როგორც ცნობილია, ფრანგი სპეციალისტის მთავარი სამიზნე მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ედენ აზარი იქნება.

გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" 100-მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთა ბელგიელი შემტევის სანაცვლოდ და წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბისგან დასტურიც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აზარს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და მისი გაშვების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით