ნეიმარის წინააღმდეგ საქმე არ აღიძვრება

12-03-2019, 22:32

ესპანეთის ლა ლიგაში მოასპარეზე ვარსკვლავებს რომ ხშირად პრობლემები ექმნებათ საგადასახადო სისტემასთან, ეს ამბავი არახალია. როგორც ჩანს, აღნიშნულ პრობლემას "ბარსელონას" ყოფილი შემტევი, ნეიმარ ჯუნიორი გადაურჩა.

ესპანური გამოცემა El Mundo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ბრალი გადასახადების დამალვაში ედებოდა, მისი 2017 წლის ტრანსფერის შემდგომ.

ამის მიუხედავად, დღეს დადასტურდა, რომ საქმე უკვე გაიხსნა და ნეიმარის წინააღმდეგ საქმე არ აღიძვრება, შესაბამისად, იგი ფინანსურ სასჯელს გადაურჩა,

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ბრაზილიელი პარიზში 2017 წლის ზაფხულში, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით