ემერსონი: "ჩელსის აზარის დაკარგვის ეშინია"

12-03-2019, 22:42

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი ლიდერი, ედენ აზარი რომ შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადაბარგდეს, ეს ამბავი არახალია.

ამ თემაზე "არისტოკრატების" მცველმა, ემერსონ პალმიერიმ ისაუბრა.

"ის ყოველდღე ამტკიცებს თუ რა მნიშვნელოვანია გუნდისთვის. რა თქმა უნდა, არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე გვყავს, თუმცა, ის სხვა დონეზეა, ედენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია."

"მე არ მჯერა, რომ ის სადმე წავა, თუმცა, ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი. "ჩელსის" ფეხბურთელებს მისი დაკარგვის ნამდვილად გვეშინია, რადგან ის გუნდის გულია." - აცხადებს ემერსონი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით