კოვაჩი შემტევ ფეხბურთს გვპირდება

12-03-2019, 22:45

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, რომეშიც მიუნხენის "ბაიერნი" მერსისაიდულ "ლივერპულს" უმასპინძლებს.

თამაშამდე ერთი დღით ადრე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ვიცით, თუ რამდენად კარგები არიან დაცვაში. ვან დიკის დაბრუნების შემდგომ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა, ბუნდესლიგაში ვაჩვენეთ, რომ გოლების გატანა შეგვიძლია."

"ხვალ უკვე 0-0 აღარ იქნება. ჩვენ გამარჯვება გვსურს და მინდორზე მხოლოდ შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ გამოვალთ." - აცხადებს კოვაჩი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით