ლოთარ მათეუსი: "ლივერპულთან" შეტევაზე აქცენტის გაკეთება, სიგიჟე იქნება !"

13-03-2019, 00:01

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ცენტრალური მცველი, გერმანელი ლოთარ მათეუსი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, მერსესაიდულ "ლივერპულსა" და ბავარიულ გუნდს შორის გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ჩვენ სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ, მეტოქეს საკუთარი კარის აღების საშუალება არ მივცეთ და ერთი დავალება შევასრულოთ, გოლი გავიტანოთ. ასეთი დონის კლუბთან შეტევაზე ზედმეტი აქცენტის გაკეთება, ნამდვილი სიგიჟე იქნება."

"ზედმეტი დაცვა და ეს კოვაჩის თავდამსხმელთა შანსებს შეამცირებს და ჩამორჩენის შემთხვევაში, დაბრუნების შესაძლებლობას გამორიცხავს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდები ერთმანეთს, 13 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით