იურგენ კლოპი: "ბაიერნის" წინააღმდეგ თამამად უნდა ვითამაშოთ !"

13-03-2019, 12:30

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, საჭირო დროს, საჭირო რამ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 1/4 ფინალების საგზური მოვიპოვოთ."

"ბავარიული გრანდი, მსოფლიო დონის კლუბია, რომელიც უმაღლესი კლასის მოთამაშეებითა დაკომპლექტებული, ამიტომაც თავი, შესაბამისად უნდა დავიცვათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოკრძალებულად უნდა ვიასპარეზოთ და ყველაფერი მეტოქეს მივანდოთ, გამარჯვების მოსაპოვებლად, თამამად თამაშია საჭირო."

"დანებებას არ ვგეგმავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, ამ წარმატებამ შესაძლოა "ლივერპულის" სეზონი, სრულიად შეცვალოს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 13 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით