ბარეზი: "მილანი" ბრუნდება და ეს მათი დამსახურებაა"

13-03-2019, 14:07

"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგანდარულმა  ფრანკო ბარეზიმ მედიის წარმომადგენლებთან მილანური გრანდის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ფეხბურთელები შეაფასა.

"ძალიან მომწონს რომანიოლი, რომელიც უშიშარია და თანაგუნდელებს, მწვრთნელს და მთლიანად გუნდს თავდაჯერებულობას მატებს. მისი მენტალური და ტექნიკური შესაძლებლობები თვალსაჩინოა და კაპიტნის სამკლაურს ნამდვილად იმსაუხრებდა".

"დონარუმა ასაკის მიუხედავად საოცრად ასპარეზობს და მას თავისუფლად შეუძლია კლუბის ლეგენდა გახდეს".

"ახლა გუნდი ძალიან კარგად თამაშობს დაცვაში და ეს პირველ რიგში მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს დამსახურებაა."

"ელიოტმა გუნდს სიმტკიცე შემატა, რაც შემდეგ ამბიციებში გადაიზარდა. იმედი მაქვს, რომ ამერიკელებს "მილანი" შეუყვარდებათ და გუნდში დიდი ხნით დარჩებიან. ბერლუსკონის პატივს ვცემ და მას მსოფლიო ფეხბუთში დარჩენა სურდა. ახლა, იგივე გაკეთებას "მონცაში" შეეცდება."

"მალდინიმ და ლეონარდომ კარგად იციან სიტყვა "მილანის" მნიშვნელობა და სწორ გზას მიჰყვებიან. ისინი გუნდში ძალიან რთულ დროს დაბრუნდნე, თუმცა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე საოცრად იმუშავეს. პაოლოს დაბრუნება ყველას უნდოდა და ახლა გუშემატკივრები ბედნიერები არიან."

"დერბი დელა მადონინას შედეგის გამოცნობა ყოველთვის რთულაი და ამას ისტორია გვაჩვენებს. მთავარი ის არის, რომ გუნდი სტაბილურია და ზრდას განაგრძობს. ვიტყოდი, რომ "მილანი" ბრუნდება" ,- ციტირებს ფრანკო  ბარეზის სიტყვებს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით