ზორკი: "სანჩო დორტმუნდში რჩება"

13-03-2019, 19:40

ჯეიდონ სანჩოს ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ იგი კლუბს მომავალ ზაფხულს დატოვებს.

ამის მიუხედავად, დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი აცხადებს, რომ კლუბი ინგლისელი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

"მისი ფასის შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ერთი რამ კარგად ვიცი. მსოფლიოს საუკეთესო კლუბსაც კი გაუჭირდება მისი შეძენა."

"ჯეიდონი მომავალ სეზონს დორტმუნდში გააგრძელებს. ამაში დარწმუნებულები ვართ." - აცხადებს ზორკი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით