ბერნარდო სილვამ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

13-03-2019, 23:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბერნარდო სილვამ, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის მოთამაშე, ახალი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, "ქალაქელთა" რიგებში კიდევ მინიმუმ 3 წლით, ანუ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ამასთან ერთად, მისი კვირეული ანაზღუარებაც გაიზარდა, რომელიც ახლა 175 000 ფუნტის ნაცვლად, უკვე 275 000 გირვანქას შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ სილვამ მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 29 შეხვედრაში, ჯერ-ჯერობით 5 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ის "სიტიში" 2017 წელს, ფრანგული "მონაკოდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით