პეპ გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი", ფილ ფოდენის იჯარით გაშვებას არ აპირებს !"

13-03-2019, 23:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, გერმანული "შალკეს" წინააღმდეგ გამართული განმეორებითი შეხვედრის შემდეგ, კლუბის ინგლისელ ნახევარმცველზე, ფილ ფოდენზე საუბრობს:

"ხალხი ამბობს, რომ ის შესაბამისს დროს ვერ იღებს, თუმცა მე სხვაგვარად ვფიქრობ. 18 წლის ასაკში ევროპულ ტურნირზე ასპარეზობა, ნებისმიერი ახალგაზრდა მოთამაშისთვის, საოცნებო რამაა."

"მიუხედავად ამისა, ფილი თითოეულ შანსს მაქსიმალურად იყენებს და ეს "შალკესთანაც" კარგად გამოჩნდა, მან შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებული გოლიც გაიტანა."

"სიტი" ფოდენის იჯარით გაშვებას არ აპირებს, მსურს ინგლისელი გვერდით მყავდეს, რათა მის განვითარებას თვალყური, პირადად ვადევნო."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ნახევარმცველმა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში, უკვე მოახერხა 6 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით