კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

13-03-2019, 23:55

არგენტიუნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდოს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.

წყაროს ცნობით, კრიშტიანუს მეგობარი გოგონას ჯორჯიანა როდრიგესის მამა ხორხე  გარდაიცვალა.

ხორხე როდრიგესს 2,5 წლის წინ ინსულტი დაემართა, მას შემდეგ  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, საბოლოოდ კი გარდაიცვალა.

ჯორჯიანას მამა 70 წლის გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ის წარსულში ნარკოტიკების გამსაღებელი იყო და 2013 წელს ესპანეთიდან სწორედ ამის გამო გააძევეს, 10 წელი კი ციხეში იჯდა.

ჯორჯიანა უკვე ჩავიდა არგენტინაში, კრიშტიანომ კი სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ამ ფაქტს უდიდესი ტრაგედია უწოდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით