თომას ტუხელი: "ნეიმარისა და მბაპეს დონის ფეხბურთელებზე, ევროპის არცერთი გუნდი იტყოდა უარს !"

14-03-2019, 01:07

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, კლუბის ფრანგ და ბრაზილიელ თავდამსხმელებზე, კილიან მბაპესა და ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს:

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციები მათი შესაძლო ტრანსფერების შესახებ, გასაკვირი არაა, ვინაიდან კილიანისა და ნეიმარის დონის ფეხბურთელებზე, ევროპის არცერთი წამყვანი გუნდი არ იტყოდა უარს."

"ამაზე საუბარი დისკომფორტს არ მიქმნის, ყველამ იცის, რომ "პსჟ" უმაღლესი კლასის მოთამაშეებითა დაკომპლექტებული, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ზემოთ ხსენებული თითოეული ვარსკლავი, ჩვენს რიგებში ირიცხება და არსად წასვლას არ აპირებს."

"იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ ჩვენი მთავარი მიზანი, ადგილობრივი ჩემპიონატების დამაჯერებლად მოგება გახდა, რასაც ჯერ-ჯერობით, ცუდად არ ვაკეთებთ."

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მბაპესა და 27 წლის ნეიმარის გადაბირებით, ცნობების მიხედვით, ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით