კარლო ანჩელოტი: "რონალდუს ჩამოსაწერად, კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი !"

14-03-2019, 11:30

იტალიური "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ტურინის "იუვენტუსსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის გამართულ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"ასეთი პერფორმანსის შემდეგ, ვფიქრობ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი, ევროპულ ტურნირზე ღრმად გააღწევს, ფორტუნა უკვე ტურინელთა მხარეზეა."

"რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მის ჩამოსაწერად დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი, პორტუგალიელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რას წარმოადგენს. 34 წლის ასაკში ასე ასპარეზობა და "ატლეტიკოს" დონის გრანდთან გადამწყვეტ მატჩში ჰეთ-თრიკის შესრულება, წარმოუდგენელი რამაა."

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების წილისყრა, პარასკევს, 15 მარტს, შვეიცარიაში გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით