მაურისიო სარი: "ედენ აზართან "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ-ჯერობით არ მქონია !"

14-03-2019, 12:00

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მაურისიო სარი, კლუბის ბელგიელ თავდამსხმელზე, ედენ აზარზე საუბრობს:

"შესაძლო ტრანსფერი მადრიდში ? ამის შესახებ თავად ედენს უნდა ესაუბროთ, მასთან "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით საუბარი, ჯერ-ჯერობით არ მქონია."

"ამ თემაზე ჩემი მოსაზრება კარგად იცით, არ ვნერვიულობ და თავს კარგად ვგრძნობ. გუნდში მხოლოდ ისეთი მოთამაშეები მსურს, რომლებიც არა ახალ კლუბში გადაბარგებაზე, არამედ "ჩელსისთან" ერთად წარმატების მიღწევაზე ფიქრობენ."

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატები" ევროპის ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, 14 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე, კიევის "დინამოს" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით