ლორის კარიუსი "ბეშიქთაშს" უჩივის !

14-03-2019, 12:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, თურქულ "ბეშიქთაშში" იჯარის წესით მყოფი მერსესაიდული "ლივერპულის" გოლკიპერი, გერმანელი ლორის კარიუსი, მის ამჟამინდელ კლუბს უჩივის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშეს უკვე მთლიანობაში 4 თვის ანაზღაურება არ მიუღია, რაც დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მან "FIFA-საც" მიმართა და თუ "ბეშიქთაშის" მიერ გერმანელის კონტრაქტის პირობების დაარღვევა დამტკიცდა, მაშინ დასჯის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი, მიმდინარე სეზონის ევროპის ლიგიდან მოკვეთა იქნება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის კარიუსი, თურქული კლუბის რიგებს, ალისონ ბეკერის ტრანსფერის შემდეგ, 2018 წლის 28 აგვისტოსს შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით