ვალვერდე: "მესისაც ის ჭირს რაც ყველას"

14-03-2019, 14:46

კატალონიური "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ლიონთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ გამართულ პრესკომფერენციაზე ჟუნალისტებს გაესაუბრა.

"პირველ ტაიმში შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ და მოწინააღმდეგეს ბევრად ვაჯობეთ".

"შესვენების შემდეგ ისინი რისკზე წავიდნენ და ერთი ბურთი გაქვითეს".

"ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ოდნავადაც არ შეიძლება მოდუნება. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ანგარიშს გაათანაბრებდნენ, მაგრამ "ბარსელონასთვის" ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდა".

"ჩემი გუნდით უსაზღვროდ ამაყი ვარ".

"მესი? ყველა შეშლილები ვართ ჩემპიონთა ლიგის გამო, ასევეა მესიც. მან დიდებული შეხვედრა ჩაატარა", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით