დემბლეს ტრამვა სერიოზულია

14-03-2019, 14:19

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი უსმან დემბელე ტრავმირებულია.

ფრანგმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ლიონთან" შეხვედრაში მხოლოდ 20 წუთით შეძლო ეთამაშა, გოლიც გაიტანა, მაგრამ მცირე ტრავმა, რომელიც იქამდეც აწუხებდა, გაღიზიანა.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, დღეს, დემბელეს მარცხენა ფეხზე გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მოედანზე გასვლას 3-4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით