ოფიციალურად: "რეალმა" მომავალი სეზონის პირველი ტრანსფერი დაასახელა

14-03-2019, 15:39

მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახე, რომ პორტუგალიური "პორტუს" მცველი ედერ მილიტაო კარიერას "სამეფო კლუბში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელი ფეხბურთელი 1 ივლისიდან "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებს შეუერთდება.

"ედერ მილიტაო "რეალის" ახალი ფეხბურთელია და მას კონტრაქტი ჩვენტან 2025 წლამდე დააკავშირებს. 21 წლის ბრაზილიელი მცველი გუნდს დამდეგი სეზონიდან შეუერთდება", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მოგახსენებთ, ედერ მილიტაო "პორტუს" 2018 წლის ზაფხულში "სან პაულუდან" შეუერთდა და მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით