კაპელო: "კრიშტიანუ? ფეხბურთში მხოლოდ სამ გენიოს ვიცნობ"

14-03-2019, 17:17

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჟურნალისტებთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა.

"რონალდუ განსაკუთრებული ფეხბურთელია, მესი - გენიოსი".

"ფეხბურთს სამი გენიოსი ჰყავს: პელე, მარადონა და მესი, წერტილი".

"რონალდუ ძლიერია, მან შეძლო და  ყველაფერი მოიგო, მაგრამ მესი გენია და სხვა განზომილებაა".

"როდესაც ის 17 წლის იყო, "იუვენტუსს" წვრთნიდი და ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა, შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, პირღია დავრჩი".

"მან იგივე გააკეთა ახლა, რადგან გენიოსია. ისეთ რაღაცებს ქმნის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. რონალდუ კი ჩემპიონად ჩამოყალიბდა, მაგრამ გენიოსი არაა", - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Sky Sport-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით