"ოლდჰემმა" სქოულზი დაითხოვა

14-03-2019, 21:44

მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდარული ნახევარმცველის, პოლ სქოულზის სამწვრთნელო კარიერა წარუმატებლად დაიწყო.

დღეს "ოლდჰემ ათლეტიკსის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 41 წლის სპეციალისტი დაითხოვა.

სქოულზი გუნდში ზუსტად 31 დღის წინ მივიდა, რა დროშიც 7 მატჩის გამართვა მოასწრო და მხოლოდ და მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

37 ტურის შემდგომ პოლის აწ უკვე ყოფილი კლუბი ლიგა 2-ში მე-14 ადგილზე იმყოფება და აღზევების შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით