"პსჟ" მბაპეს მილიარდადაც არ გაყიდის

14-03-2019, 21:47

მადრიდის "რეალს" რომ ფრანგული "პსჟს" ახალგაზრდა ფორვარდის, კილიან მბაპეს დამატება სურს, ეს ამბავი არახალია.

დღეს პარიზული გუნდის მფლობელმა, ნასერ ალ-ხელაიფმა დაადასტურა, რომ ის 20 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

"რა არის მისი რეალური ფასი? მილიარდ ევროზე მეტი. თუმცა, მილიარდი ევროც რომ გადამიხადონ, კილიანს მაინც არ გავყიდი." - აცხადებს ხელაიფი.

შეგახსენებთ, რომ მბაპე "პსჟს" 2017 წელს, 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით