მოურინიო: "ზიდანის დაბრუნება გუნდისთვის იდეალურია"

14-03-2019, 21:51

ორი დღის წინ მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სანტიაგო სოლარი ზინედინ ზიდანმა ჩაანაცვლა.

აღნიშნულ ამბავს კლუბის ყოფილი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა, რომელმაც ზიდანის დაბრუნება დადებითად შეაფასა.

"ვფიქრობ, მან ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო. ზიდანის დაბრუნება როგორც მისთვის, ასევე კლუბისთვისაც იდეალურია."

"რეალი ახალ პროექტს იწყებს და ეს მისთვის დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, ის კიდევ ერთხელ დაამტკიცებს რომ ერთ-ერთი საუკეთესოა." - აცხადებს ჟოზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით