ოფიციალურად

14-03-2019, 22:08

მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდგომ კლუბმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე დაადასტურა. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში "თეთრები" კიდევ არაერთ ფეხბურთელს დაიმატებენ.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" ნეიმარ ჯუნიორს დაიმატებდა. თუმცა, ფრანგ სპეციალისტს მისი შეძენა არ სურს ორი მიზეზის გამო და ეს უკვე დაადასტურა.

პირველი ეს გახლავთ ვინისიუს ჯუნიორის ფაქტორი. ბრაზილიელმა თინეიჯერმა მიმდინარე სეზონში უკვე დაამტკიცა, რომ მას უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში აქვს ყველანაირი პოტენციალი იმისთვის, რომ გუნდს ულიდეროს.

გარდა ამისა, ნეიმარის სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალია. ზიდანი კი მიიჩნევს, რომ მის ნაცვლად მბაპეს მოყვანა გუნდისთვის გაცილებით უფრო ეფექტური და მომგებიანი იქნება. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "რეალმა" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ნეიმარზე გააკეთოს აქცენტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით