ფელიპე კოუტინიო: "დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი იმის შესახებ თუ რა მოხდება მომავალში !"

14-03-2019, 23:22

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფელიპე კოუტინიო, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ფრანგული "ლიონის" წინააღმდეგ გამართული განმეორებითი შეხვედრის შემდეგ, კლუბში მის მდგომარეობაზე საუბრობს:

"ჩემი პერფორმანსით კმაყოფილი ვარ, გოლის გატანამ, საკუთარ თავში რწმენა დამიბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიმყოფები, იმედი არ დამიკარგავს, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და მთავარ მიზნად, განვითარება მაქვს დასახული."

"ამჟამად "ბარსელონას" ფეხბურთელი ვარ და სხვა გუნდზე არ ვფიქრობ, ამიტომაც დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი იმის შესახებ თუ რა მოხდება მომავალში, ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ბლაუგრანას" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 5:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით