სკანდალური ცნობა, რონალდოს კვერცხების ჩვენების გამო დისკვალიფიკაციას მისცემენ

14-03-2019, 23:32

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფიჯნალური ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც  ტურინის "იუვენტუსმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა, რისი წყალობითაც შემდგომ ეტაპზე შეძლო გასვლა.

თამაშის დასრულების შემდგომ ჰეთ-თრიკის ავტორმა, კრისტიანო რონალდომ უხამსი ჟესტით აღნიშნა გამარჯვება, რაც, რა თქმა უნდა, UEFA-ში არ გამოჰპარვიათ.

იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო პორტუგალიელი ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს.

წყაროს ცნობით, UEFA-მ შესაძლოა კრისტიანო რონალდო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ჟესტი დიეგო სიმეონემ მადრიდში გამარჯვების შემდგომ გააკეთა, თუმცა, იგი მხოლოდ 20'000 ევროთი დააჯარიმეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით