ხაბიბის მომავალი მეტოქე ცნობილია

14-03-2019, 23:36

მოგეხსენებათ, UFC-ის მებრძოლ ხაბიბ ნურმაგომედოვს დისკვალიფიკაცია აქვს, რის გამოც მას ოქტაგონზე გამოსვლა ეკრძალება.

დღეს ამერიკულმა გამოცემებმა რუსის დაბრუნების შემდგომ მისი სავარაუდო მეტოქის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის სექტემბერში ხაბიბი UFC-ის კიდევ ერთ ჩემპიონს, ნეიტ დიასს დაუპირისპირდება.

უკანასკნელად 33 წლის ამერიკელმა სპორტსმენმა სამი წლის წინ, კონორ მაკგრეგორთან იბრძოლა და დამარცხდა. დიდხნიანი პაუზის შემდგომ კი, დიდი ალბათობით, ის კვლავ ეცდება ტიტულის დაბრუნებას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით