"შალკემ" დომენიკო ტედესკო გაანთავისუფლა !

14-03-2019, 23:46

როგორც გერმანული "შალკეს" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, იტალიელმა სპეციალისტმა, დომენიკო ტედესკომ, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელზენკირხენელთა თავკაცის ადგილს, ჯერ-ჯერობით ჰოლანდიელი ჰუბ სტევენსი და გერმანელი მაიკ ბუსკენსი დაიკავებენ.

"შალკე" მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში მე-14 პოზიციაზეა, ტედესკოს ხელმძღვანელობით გუნდმა 25 ტურის შემდეგ, მხოლოდ 23 ქულის მოგროვება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის სპეციალისტი გერმანული კლუბის რიგებს, 2017 წლის ივლისში შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში, 75 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით