ოფიციალურად: სასიხარულო ინფორმაცია გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ

14-03-2019, 23:54

ქართველი ტალანტის გიორგი ჩაკვეტაის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გახდა ცნობილი.

ბელგიის იუპიერლიგის ძირითადი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "გენტს" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი უბრუნდება.

ბელგიური გამოცემების ცნობით, გუნდის ქართველმა ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის სრულად მოშუშება მოახერხა და ის მომავალ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

"გენტი" ბოლო ტურში "სენტ-ტრუიდენს" ესტუმრება. ექვსეულში, ანუ საჩემპიონო ჯგუში შესასვლელად კი "ბუფალოებს" მინიმუმ ქულის აღება სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო 19 წლის ნახევარმცველმა მთელი თებერვალი ტრავმის გამო გამოტოვა. სავარაუდოდ, იგი სანაკრებო პაუზის დროს შეძლებს ეროვნული გუნდის დახმარებას.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით