მესი: "რონალდომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა"

14-03-2019, 23:57

მიმდინარე კვირაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი დასრულდა. ტურინის "იუვენტუსმა" კი კრისტიანო რონალდოს ჰეთ-თრიკის წყალობით მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა.

ხსენებულ შეხვედრას კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი, ლიონელ მესი გამოეხმაურა და პორტუგალიელი ფორვარდი შეაქო.

"მან შესანიშნავი საღამო ჩაატარა. ვფიქრობდი, რომ "ატლეტიკო" უფრო ძლიერი იქნებოდა და მომდევნო ეტაპზე შეძლებდა გასვლას, თუმცა, რონალდომ ყველა გაგვაოცა."

"მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეგხვდება ხვალ. ამ ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო გუნდები ასპარეზობენ და ყველას აქვს 1/2 ფინალში გასვლის შანსი." - აცხადებს მესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით