ვირჯილ ვან დეიკი: "თითქმის უნაკლო პერფორმანსი ჩავატარეთ !"

15-03-2019, 00:04

მერსესაიდული "ლივერპულის" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"ვიცოდით, რომ უმაღლესი დონის მეტოქესთან გვიწევდა ასპარეზობა, ამიტომაც ყველაფრისთვის კარგად მოვემზადეთ. თავი გუნდურად დავიცავით, რამაც "ბაიერნს" ეფექტურად შეტევის შანსები შეუმცირა."

"მას შემდეგ, რაც ბავარიელებმა თავდასხმაში გადასვლა დაიწყეს, საკუთარ ნახევარზე კიდევ უფრო მეტი თავისუფალი სივრცე დატოვეს, რითაც ჩვენს შემტევებს, ხელ-ფეხი გაეხსნათ."

"უდავოდ თითქმის უნაკლო პერფორმანსი ჩავატარეთ, ეს ჩვენთვის მომავალში შესანიშნავი მაგალითი უნდა იყოს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:3.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით