ვილიანი: "ედენ აზარს "რეალში" ტრანსფერზე არაფერი უთქვამს !"

15-03-2019, 00:27

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, ვილიან და სილვა, კლუბის ბელგიელ შემტევებზე, ედენ აზარზე საუბრობს:

"იმედი მაქვს, რომ ის არსად წავა, თუმცა ფეხბურთში დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით. ედენი შესანიშნავი მოთამაშე და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია."

"მას მადრიდის "რეალში" ტრანსფერზე არაფერი უთქვამს, ის სრულიად კონცენტრირებულია და ახლა მხოლოდ "ჩელსისთან" ერთად წარმატების მიღწევაზე ფიქრობს."

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის აზარის დარჩენის საკითხში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, "არისტოკრატების" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იქნება, რომლებიც ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში მე-6 ადგილს იკავებენ და ევროპული ტურნირის ზონას, 3 ქულით ჩამორჩებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით