სარი: "ფინალში ანჩელოტის გუნდთან შეხვედრა მსურს"

15-03-2019, 16:50

"ჩელსის" იტალიელმა თავკაცმა მაურიციო სარიმ კიევის "დინამოსთან" ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის მოგების  შემდეგ , ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"შესანიშნავი 90 წუთი ჩავატარეთ. "სტემფორდ ბრიჯზე" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მნიშვნელოვანი იყოგანწყობა არ დაგვეკარგა. ადრეულმა გოლმა მეტოქე რთულ ვითარებაში ჩააგდო. დიდებული პირველი ტაიმი გამოგვივიდა, შესვენების შემდეგ კი საქმე აუღელვებლად მივიყვანეთ სასურველ შედეგამდე".

"მინდა ჟირუ გამოვარჩიო, ბოლო დროს მინდორზე მის ყოველ გამოსვლას გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. მიხარია, რომ ჰეთ თრიქის შესრულება შეძლო. ამ ტურნირში მას უკვე 9 გოლი დაუგროვდა".

"დღეისათვის კიევის "დინამოს" მთავარი პრობლემა მათ ფიზიკურ მომზადებაშია. რამდენიმე წელიწადში ისინი მნიშვნელოვნად გაძლიერდებიან. ამჟამად კი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ".

"ნაპოლი? მათთან ფინალში შეხვედრას ვისურვებდი. ჯერ ერთი, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გადამწყვეტ მატჩამდე მივაღწიეთ. მეორეც, ანჩელოტის გუნდის გამო გამიხარდებოდა. ამ გუნდთან და ქალაქთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს", - ციტირებს სარის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით