ოფიციალურად: "სევილიამ" მაჩინი დაითხოვა და მის ნაცვლად კაპაროსი დანიშნა

15-03-2019, 18:03

როგორც ესპანური "სევილიას" ოფიციალური ვებ-გვერსი იუწება, კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პაბლო მაჩინი დაითხოვეს.

მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის 1/8-ფინალში "სევილიელები" ორი მატჩის ჯამში პრაღის "სლავიასთან" დამარცხდნენ და როგორც ჩანს სწორედ ეს გახდა  43 წლის სპეციალისტს დათხოვნის მთავარი მიზეზი.

შეგახსენებთ, მაჩინი "სევილიას" სათავეში შარშან ზაფხულში ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 50 მატჩიდან გუნდმა 26 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 15 წააგო.

წყაროს ცნობით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე "სევილიას" ხოაკინ კაპაროსი გაწვრთნის, რომელიც გუნდს სათამაშოდ კვირას სტუმრად "ესპანიოლთან" გაიყვანს. მოგეხსენებათ, ის ანდალუსიელებს 2000-2005 წლებშიც წვრთნიდა, ხოლო შარშან აპრილში იტალიელი ვინჩენცო მონტელა შეცვალა და გუნდს გასული სეზონი ჩაამთავრებინა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით