ბონუჩი: "ჩვენ "რეალი" არ ვართ"

15-03-2019, 18:42

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ამსტერდამის "აიაქსი" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

ტურინული კლუბის  ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და აღნიშნული კენჭისყრა შეაფასა.

"კენჭისყრის შედეგები ვარჯიშის ბოლოს გავიგეთ, როდესაც გასახდელში ვბრუნდებოდით. "აიაქსთან" დაპირისპირება ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევაა. მეოთხედ ფინალში ტალანტებით სავსე გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება".

"მათ "რეალის" გამოგდება შეძლეს და ამით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ ჩვენ "ბიანკონერი" ვართ!"

"მზად ვართ აღნიშნული დაპირისპირებისთვის და შემიძლია თამამად ვთაქვა, რომ  გულშემატკივრებს  ორი ლამაზი საღამო ელოდებათ " , - ციტირებს ლეონარდოს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით