ზინედინ ზიდანი: "ბედნიერი ვიქნები თუ მისი გაწვრთნა მომიწევს"

16-03-2019, 00:15

მადრიდის "რეალის" ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, "პარი სენ-ჟერმენის" ფრანგ შემტევზე, კილიან მბაპეზე საუბრობს:

"ბედნიერი ვიქნები თუ მისი გაწვრთნა მომიწევს. ასე არა მარტო კილიანზე, არამედ ყველა მაღალი დონის მოთამაშეზე ვფიქრობ. მსოფლიო კლასის ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა, ნებისმიერი სპეციალისტისთვის უდიდესი პატივია."

"მიუხედავად ამისა, ახლა ამაზე საუბრის დრო ნამდვილად არაა, სეზონის ბოლომდე გარკვეული მიზნები გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი, რათა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე, აქტიურად ვიასპარეზოთ."

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 46 წლის სპეციალისტმა, "ლოს ბლანკოსში" დაბრუნების ერთ-ერთ პირობად, სწორედ ზემოთ ხსენებული 20 წლის შემტევის გადაბირება მოითხოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით