რადამელ ფალკაო სერია ა-ში?

16-03-2019, 19:56

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ფრანგული "მონაკოს" კოლუმბიელი ფორვარდი, რადამელ ფალკაო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა  სერია ა-ში ვიხილოთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოლუმბიელი ფეხბურთეის დამატებით მილანის "ინტერია" დაინტერესებული.

როგორც ცნობილია იტალიური გუნდი მზადაა ფრანგულ კლუბს, რადამელ ფალკაოს სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

გარდა "ინტერისა" ფალკაოს დამატებით  "ლაციო" და "მილანი" არის დაინტერესებული.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ კოლუმბიელმა შემტევმა, ლიგა 1-ის  მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრა ჩაატარა სადაც მეტოქის კარის აღება 12-ჯერ მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით