მადრიდის "რეალი" ნიკოლო ძანიოლოსთვის იბრძოლებს ?!

17-03-2019, 02:05

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", იტალიური "რომას" ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლოს ბლანკოსი" მზადაა ახალგაზრდა ვარსკლავის სანაცვლოდ, 60 მილიონი ევრო გაიმეტოს და საჭიროების შემთხვევაში, გაცვლაში რომელიმე ფეხბურთელიც ჩართოს.

"Corriero Dello Sport-ის" მიხედვით, შესაძლოა მოლაპარაკებები ედერ მილიტაოს მსგავსად წარიმართოს, რომლის შედეგადაც სამეფო გრანდი იტალიელ მოთამაშესთან, პრე-კონტრაქტს ახლა გაიფორმებს, ხოლო სრულ ტრანსფერს, ზაფხულში განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ძანიოლომ თავი მსოფლიოს, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრაში გააცნო, როდესაც პორტუგალიური "პორტუს" კარში, დუბლი შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით