რაჯა ნაინგოლანი: "რომაში" რომ დავრჩენილიყავი, მონჩისთან ყოველდღე მსოფლიო ომს გავმართავდი !"

17-03-2019, 02:18

მილანის "ინტერის" ბელგიელი ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი, იტალიური "რომას" ყოფილ სპორტულ დირექტორზე, ესპანელ მონჩი ვერდეხოზე საუბრობს:

"მონჩის და მე განსხვავებული აზრები გვქონდა. ის ზურგს უკან მოქმედებდა და ჩემს გაყიდვას, თურქეთში სცდილობდა. ასეთ პირობებში "რომაში" რომ დავრჩენილიყავი, მასთან ყოველდღე მსოფლიო ომის გამართვა მომიწევდა."

"მისი განთავისუფლებით ერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, დღევანდელი ფეხბურთი, სავსეა ყალბი ადამიანებითა და პროფესიონალებით."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 30 წლის მოთამაშე, მილანური კლუბის რიგებში, გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 35 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით