მადრიდის "რეალი" რაჰიმ სტერლინგს უახლოვდება !

17-03-2019, 11:34

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მანჩესტერ სიტის" ინგლისელი თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის გადაბირებას ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის შემტევი, ფრანგი სპეციალისტის, ზინედინ ზიდანის იმ სასურველი მოთამაშეთა სიაში შედის, რომელთა ტრანსფერიც, მან "ლოს ბლანკოსის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, დაბრუნების ერთ-ერთ პირობად წაუყენა.

ზემოთ ხსენებული ფეხბურთელები არიან: ედენ აზარი ("ჩელსი"), კილიან მბაპე ("პსჟ"), კრისტიან ერიკსენი ("ტოტენჰემი") და ნეიმარ ჟუნიორი ("პსჟ").

შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში 27 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 15 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით