"ბარსელონა" გრიზმანის შეძენას კვლავ შეეცდება

17-03-2019, 15:57

პრესაში გავრცრელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერის დამატებით კვლავ დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიური კლუბი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ანტუან გრიზმანის დამატებას კიდევ ერთხელ ეცდება.

როგორც იცით "ბარსელონა" ფრანგის შეძენა გასულ წელსაც ცდილობდა, თუმცა ფრანგმა საკუთარი სურვილით არ დატოვა მადრიდული კლუბი, რის შედეგადაც ტრანსფერი არ შედგა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ანტუან გრიზმანს "ატლეტიკოსთან" ხელშეკრულება 2023 წელს უმთავრდება და მისი  გამოსასყიდი თანხა €200 მილიონია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით