ზიეჩი: "რონალდუ "იუვეს" ალუბალია"

17-03-2019, 16:38

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს ამსერდამის "აიაქსი" და ტურინის "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან.

დაგეგმილ მატჩამდე, ამსტერდამული კლუბის მცველმა და  ერთ-ერთმა ლიდერმა ჰაკიმ ზიეჩიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"კმაყოფილი ვარ შედეგებით, ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, რაც საქმეს გაგვირთულებს, თუმცა თუ ჩვენ ჩვენს სტილში ვეცდებით თამაშს, უშანსოდ არ ვიქნებით".

"ჩემი აზრით, "იუვენტუსის" მთავარი ძლიერი მხარე კონტრიერიშებია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქე ძალიან გუნდური კლუბია და საქმე მხოლოდ რონალდუში არ არის".

"იუვენტუსი  ტორტია, რონალდუ კი მისი ალუბალია",-განაცხადა ჰაკიმ ზიეჩიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით