ვაისი: "ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია"

17-03-2019, 16:44

ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში - "სპორტი იმედზე" სტუმრად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი იმყოფებოდა. სადაც ევრო 2020-თან დაკავშირებული თემები განიხილეს. აღნიშნულ გადაცემაში ვაისმა განმარტა თუ რატომ არ გამოიძახა ჩაკვეტაძე 23 მარტს, შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან დაგეგმილ დაპირისპირებაში.

"გიორგისთან მიმართებაში სიტუაცია ცოტა გაუგებარია. ჩვენ მასთან  და "გენტთან" ძალიან აქტიური კავშირი გვქონდა".

"გიორგი ჩვენმა ექიმმაც გასინჯა, არავინ არ იცის, რა ტრავმა მიიღო მან. რა თქმა უნდა, სამედიცინო თვალსაზრისით მისი მდგომარეობა ნათელია-მას პრობლემა მუხლზე ჰქონდა და ისმის კითხვა, არის თუ არა ოპერაცია საჭირო".

"გიორგი ეცდება ივარჯიშოს. შესაძლოა, დღეს საღამოს ის "გენტმა" განაცხადშიც შეიყვანოს, თუმცა მას, ამ ეტაპზე, 100%-იანი სათამაშო კონდიცია არ გააჩნია".

"რა თქმა უნდა, გული გვწყდება. ეს არის პიროვნება, რომელიც უნიჭიერესია, რომელიც 19 წლის არის და  ჩვენს გუნდში უკვე წამყვანი მოთამაშეა".

"ვინ შეცვლის მას? ეს მარტივი კითხვა არ გახლავთ, რადგან ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს, რამდენიმე კი დაგვიბრუნდება. როგორც იცით, ნაკრებს ჯანო დაუბრუნდა, კარგ ფორმაში გვესახება იგი და შესაძლოა, სწორად მან ითამაშოს, ვნახოთ",-განაცხადა ვაისმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით